LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში ქართველი ბოქსიორი გიორგი ყუშიტაშვილი დააკავეს

453
დაკავება

რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ მოსკოვში 2019 წლის ჩემპიონატის მონაწილე, ქართველი ბოქსიორი გიორგი ყუშიტაშვილი დააკავეს. ადგილობრივი მედია წერს, რომ მას სამართალდამცველზე თავდასხმას ედავებიან.

არსებული ინფორმაციით, ყუშიტაშვილისა და მისი მეგობრის ოვიკ ოგანისიანის დაკავებას აპირებდნენ მაშინ, როდესაც ისინი ნარკოტიკების აღებას აპირებდნენ.

ასევე რუსული მედიის ცნობით, პოლიციის თანამშრომლებმა დაინახეს, როგორ მივიდნენ ყუშიტაშვილი და მისი მეგობარი ტაქსით ფრუნზეს სანაპიროსთან. პოლიციელები მათ დაედევნენ, რა დროსაც გიორგი ყუშიტაშვილმა ერთ-ერთ მათგანს დაარტყა.

ადგილობრივი მედია წერს, რომ სპორტსმენს შეფუთვაში ერთ გრამამდე ნარკოტიკი, წინასწარი მონაცემებით, კოკაინი აღმოაჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები