LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის სრულად შეჩერებაზე პოლიტიკური შეთანხმება მიღწეულია: ჯოზეფ ბორელი

58
ჟოზე ბორელი

„რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის სრულად შეჩერებაზე პოლიტიკური შეთანხმება მიღწეულია“, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ბორელის განმარტებით, ამ დრომდე გამარტივებული სავიზო რეჟიმი ნაწილობრივ იყო შეჩერებული, მხოლოდ სპეციფიკური პირებისთვის, მათ შორის ოფიციალური პირებისთვის, მეწარმეებისთვის.

„ივლისის დასაწყისიდან ჩვენ ვიხილეთ რუსეთის მხრიდან მეზობელ ქვეყნებში გადამსვლელთა რაოდენობის არსებითი ზრდა. ეს გახდა უსაფრთხოების რისკი ამ ქვეყნებისთვის. დამატებით ჩვენ ვნახეთ ბევრი რუსი, რომელიც მოგზაურობს დასასვენებლად და შოპინგისთვის, ისე, თითქოს ომი არ მიმდინარეობდეს უკრაინაში. ამიტომ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ახლა ყველაფერი ისე არაა, როგორც იყო და არც შეიძლება, ასე იყოს. ჩვენ უკვე დავაწესეთ სპეციფიკური აკრძალვები იმ პირთათვის, ვინც მხარს უჭერს პუტინის რეჟიმს, თუმცა ჩავთვალეთ, რომ მეტის გაკეთებაა საჭირო. ამიტომ ჩვენ მივაღწიეთ პოლიტიკურ შეთანხმებას, ეს ჯერ არაა ლეგალური ტექსტი, მაგრამ არის პოლიტიკური თანხმობა, რომ რუსეთისა და ევროკავშირის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმება სრულად შეჩერდება, ამ დრომდე ის მხოლოდ ნაწილობრივ იყო შეჩერებული, მხოლოდ სპეციფიკური პირებისთვის, მათ შორის ოფიციალური პირებისთვის, მეწარმეებისთვის. ახლა ის სრულად შეჩერდება. ეს ნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეამცირებს რუსეთის მოქალაქეებისთვის ახალი ვიზების გაცემას. ეს პროცესი უფრო რთული და ხანგრძლივი გახდება. შესაბამისად, ვიზების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება. და ეს არის ჩვენი საერთო მიდგომა, რომელიც მოახდენს პოტენციური ვიზებით ვაჭრობის პრევენციას რუსების მხრიდან, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ჩავიდოდნენ ვიზების მისაღებად უკეთესი პირობების საძებნელად.

მეორე მხრივ, არსებობს გაგება, რომ ეს მოგვცემს საშუალებას, ვიზები გაიცეს ინდივიდუალურად, ყოველი შემთხვევის განხილვით, განსაკუთრებით ადამიანთა სპეციფიკური ჯგუფების შემთხვევაში. ჩვენ არ გვინდა, მოვახდინოთ ჩვენი თავის იზოლაცია იმ რუსებისგან, ვინც არიან ომის წინააღმდეგ. ჩვენ არ გვინდა, მოვწყდეთ რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებას. მესამე საკითხი, ჩვენ შევთანხმდით, რომ რუსეთის მთავრობის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული პასპორტები არ იქნება აღიარებული. მეოთხე – დებატების დროს, რომელიც იყო ხანგრძლივი და კონსტრუქციული, შეშფოთება გამოითქვა მილიონობით არსებულ ვიზასთან დაკავშირებით და არსებობს საერთო გაგება, რომ ეს საკითხიც გადასაჭრელია. ეს სიტუაციაც საჭიროებს საერთო მიდგომას. ამიტომ ჩვენ მივმართეთ ევროკომისიას, გადახედოს ამ საკითხს და კონკრეტული რეკომენდაციები შემოგვთავაზოს. მეხუთე – ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ რუსეთის მეზობელ ქვეყნებში არის სირთულეები და რომ მათ შეუძლიათ ზომების მიღება ეროვნულ დონეზე, რათა შეზღუდონ მათი საზღვრის კვეთა და ეს ყოველთვის უნდა მოხდეს შენგენის ზონის წესების მიხედვით“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g