LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსმა სამხედროებმა 21 წლის ტატო ზარქუა დააკავეს

102
F24A6249-BF59-4823-9C92-33E399195F44-w1200-r1-s

გავრცელებული ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა 21 წლის ტატო ზარქუა დააკავეს.

ახალგაზრდა მამაკაცი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეში ნათესავებთან სტუმრად იმყოფებოდა, თუმცა, გუშინ დღის მეორე ნახევრის შემდეგ გაუჩინარდა.

,,გუშინ გავიდა სახლიდან და არ დაბრუნებულა, გვეგონა დაიკარგა, დღეს კი გავიგეთ თურმე გალში, იზოლატორში იმყოფება. სხვა დამატებით არაფერი ვიცით, საოკუოაციო ძალები მას სავარაუდოდ საზღვრის კვეთას ედავებიან“,-აცხადებენ დაკავებულის ახლობლები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ამ ეტაპზე უკანონო დაკავების ფაქტი არ დასტურდება, თუმცა მიმდინარეობს ინფორმაციის კვლავ გადამოწმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები