LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთაველის ქუჩა გადაიკეტება და არ გაიხსნება, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება: ვარლამ გოლეთიანი

115
BeFunky-collage

“ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთმა მთავარმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა რუსთაველის ქუჩის გადაკეტვა დააანონსა.

მისი თქმით, ქუჩა არ გაიხსნება, სანამ ყველა მოთხოვნა არ შესრულდება.

აქციის მონაწილეები ამ წუთებში თავისუფლების მოედანზე იმყოფებიან და რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს ოთხი ძირითადი მოთხოვნა აქვთ:

  1. შეწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ, ასევე კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;
  2. გაუქმდეს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს “ენკა რინიუებლზისათვის” აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”;
  3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
  4. თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა და დადგეს ყველა იმ პირის პასუხსიმგებლობის საკითხი, რომლებიც ხელს აწერენ ჰესთან დაკავშირებულ დოკუმენტებს.

ამავე თემაზე:

დაგვიკავშირდა პარლამენტის თავმჯდომარე და შეხვედრა შემოგვთავაზა – გოლეთიანი პროტესტის მონაწილეებთან ერთად პარლამენტისკენ მსვლელობას გეგმავს

ჩემი კარი ყოველთვის ღიაა, თუ სურვილი ექნებათ, შევხვდები, რომ კონსტრუქციული საუბარი შედგეს: კუჭავა “ნამახვანჰესისი” აქციის მონაწილეებზე

ეჭვები ჩნდება, რომ აქცია არ არის მხოლოდ ჰესთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, პოლიტიკურ ნიშნებს იძენს: გურამ მაჭარაშვილი

უნდა გამოვიყენოთ სწორი ფორმატები, დიალოგს აზრი ამ შემთხვევაში ექნება, ულტიმატუმებს შედეგი არ მოუტანია: ლევან დავითაშვილი “რიონის ხეობის” მცველებზე

კარგად გვახსოვს ბნელი, 90-იანი წლები, ვითომ პატრიოტიზმის საფარქვეშ ყველა აქტივისტი იყო, შედეგად დავანგრიეთ ქვეყანა – ვინც გადავა კანონის ფარგლებს, სახელმწიფოს ექნება შესაბამისი რეაგირება – ღარიბაშვილი „ნამახვანჰესის“ პროტესტზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g