LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთაველის თეატრში კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

261
44

რუსთაველის თეატრში მსახიობ კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

რუსთაველის თეატრში სამოქალაქო პანაშვილი ხუთშაბათს და პარასკევს 15:00 -დან 19:00 საათამდე გაიმართება.

"მერიდება! მარტო ჩემი ფოტოებია?" - კახი კავსაძის 101 ემოცია

ერთი საათის განმავლობაში თავის ცხოვრებაზე ყვებოდა და იხარჯებოდა ისე, როგორც სცენაზე

კახი კავსაძეს რუსთაველის ეროვნული თეატრიდან შაბათს, 1-ელ მაისს, 14:00 საათზე გამოასვენებენ და  ოჯახის გადაწყვეტილებით, საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ.

დაკრძალვასთან დაკავშირებულ ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.

შეგახსენებთ, ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კახი კავსაძეს 2020 წლის 28 ნოემბერს კორონავირუსი დაუდასტურდა. იგი თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის მწვავე უკმარისობით მკურნალობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები