რუსთავის მე-11 მიკრორაიონში, ერთ-ერთ ბინაში CO-თი ინტიქსიკაციის ფაქტი დაფიქსირდა. შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა, რა დროსაც, ერთდროულად ოჯახის 7 წევრი მოიწამლა, აქედან 6 ბავშვია, ერთი კი მათი ბებია.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ბავშვები ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანა, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.