ევროპაში ყველაზე დიდი, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე სროლები გრძელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის ჩაქრობა სროლების გამო ამ დროისთვის ვერ ხერხდება.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება სოციალურ ქსელში წერს, რომ თუ ელექტროსადგური ააფეთქეს, მისი სიმძლავრე ჩერნობილზე 10-ჯერ დიდი იქნება.
კულება აცხადებს, რო რუსებმა ცეცხლი სასწრაფოდ უნდა შეწყვიტონ:
“რუსული არმია ყველა მხრიდან ესვრის ევროპაში ყველაზე დიდ, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს. ხანძარი უკვე გაჩნდა. თუ ააფეთქეს, ჩერნობილზე 10-ჯერ დიდი იქნება! რუსებმა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტონ ცეცხლი, დაუშვან მეხანძრეები და შექმნან უსაფრთხოების ზონა!” – წერს კულება “ტვიტერში”.
ვიდეო: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარეუბანში შეტაკებები გრძელდება
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ:
Russian army is firing from all sides upon Zaporizhzhia NPP, the largest nuclear power plant in Europe. Fire has already broke out. If it blows up, it will be 10 times larger than Chornobyl! Russians must IMMEDIATELY cease the fire, allow firefighters, establish a security zone!
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) March 4, 2022