LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსული მხარე აცხადებს, რომ მარიუპოლის ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვა “ფეიკ ნიუსია”

140
Untitled design (1)

“უკრაინული მხარის განცხადება, რომ რუსმა სამხედროებმა მარიუპოლში ბავშვთა საავადმყოფო დაბომბეს, “ფეიკნიუსია” – ამის შესახებ რუსული მხარე აცხადებს. 

“ასე იქმნება ყალბი ამბები. ჯერ კიდევ 7 მარტს, ჩვენ განვაცხადეთ, რომ ეს ჰოსპიტალი რადიკალებმა სამხედრო ობიექტად აქციეს. შემაშფოთებელია, რომ გაერო ამ ინფორმაციას გადამოწმების გარეშე ავრცელებს”, – წერს სოციალურ ქსელში გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პირველი მოადგილე დიმიტრი პოლიანსკი.

ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ შენობა, რომელიც ყოფილი სამშობიარო საავადმყოფო იყო, უკვე დიდი ხანია უკრაინელ ჯარისკაცებს აქვთ დაკავებული.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამაც.

მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები, როგორც მათ ზახაროვა “ნაციონალისტებს” უწოდებს, მარიუპოლის სამშობიაროში იყვნენ და თავდასხმის პოზიციებზე თვითონ იმყოფებოდნენ:

მანამდე ზახაროვამ თქვა:

“უკრაინელი ნაციონალისტებისა და ბოევიკების ქმედებები რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ, მოგვაგონებს ჩეჩენი ტერორისტების ტაქტიკას 1995 წელს ბუდიონოვსკში ტერაქტის დროს. უკრაინულმა ძალებმა სამშობიარო საომარი მოქმედებების დროს დაიკავეს. ახალგაზრდებს შეიძლება არაფერი გაახსენდეთ… მაგრამ ადამიანებს, რომლებმაც გაიარეს 1990-იანი წლები… ჩვენ გვახსოვს ბუდიონოვსკი”, – თქვა მან.

შეგახსენებთ, გუშინ მარიუპოლის ბავშვთა საავადმყოფო და სამშობიარო დაიბომბა.

უკრაინული მხარის ინფორმაციით თავდასხმის შედეგად, 17 ადამიანი დაშავდა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე:

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g