LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი ემიგრანტებს ფულს სთხოვს, თავად კი ძვირადღირებულ ვილებს ყიდულობს

185
mamuka mdinaradze

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძე, სააკაშვილის ქმედებებს საერთაშორისო დონის თაღლითობას უწოდებს.

მისი განცხადებით, იშვიათი თავხედობაა ის, რომ მიხეილ სააკაშვილი ევროპის სხვადასხვა ქალაქში ხვდება ქართველ ემიგრანტებს და მათ ფულს სთხოვს, თავად კი ფლორიდაში ძვირადღირებულ ვილებს ყიდულობს, სავარაუდოდ, კორუფციული გარიგებებით ნაშოვნი თანხით.

„საუბარია იმ ადამიანებზე, ვინც მძიმე შრომით ირჩენს თავს და არჩენს ოჯახებს საქართველოში, მათ სთხოვს სააკაშვილი ფულს პოლიტიკური საქმიანობისთვის. ის სკანდალშია გახვეული და ხელისუფლების მიმართ გამოთქმული აბსურდული ბრალდებებით ცდილობს ამ სკანდალის გადაფარვას“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე. 

სააკაშვილი: საქართველოს გათავისუფლების ოპერაცია დაიწყო

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარმართა.

მდინარაძე დარწმუნებულია, „რომ ამ თავხედობას ამომრჩეველი კიდევ ერთხელ უპასუხებს 19 მაისს და მხარს არ დაუჭერს პოლიტიკურად გაკოტრებულ ძალას, რომელიც ქვეყანას წარსულში დააბრუნებს“.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი ევროპის მასშტაბით, ემიგრანტებთან შეხვედრებს აგრძელებს.  გუშინ ის ევროპაში მცხოვრებ ქართველებს მიუნხენში შეხვდა, სადაც საჯარო დისკუსია გაიმართა. 

„ჩვენ უნდა შევქმნათ საკადრო ბანკი, მათ შორის ინტერნეტრესურსებით, საქართველოსთვის საუკეთესო კადრების პოვნისთვის. მათი ოფიციალური იდეოლოგია არის კორუფცია, და არ შეიძლება კორუფცია იყოს იდეოლოგია, ისინი მართავენ მხოლოდ კორუფციით. სიმართლე არის ჩვენს მხარს, ინტელექტი არის ჩვენს მხარეს,ქართველი ხალხი არის ჩვენს მხარეს,  ისტორია არის ჩვენს მხარეს, საქართველოს პოლიცია არის ჩვენს მხარეს, შეირაღებული ძალები არის ჩვენს მხარეს. საქართველოს განთავისუფლების ოპერაცია დღეს არის ოფიციალურად დაწყებული და ამას მივიყვანთ საბოლოო გათავისუფლებამდე,“ – განაცხადა სააკაშვილმა შეხვედრაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები