73 წლის მამაკაცი, რომელიც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან გადავარდა, გარდაიცვალა.
კლინიკის ინფორმაციით, ინფიცირებული მამაკაცის ჯანმრთლეობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო, იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა.
პაციენტს გადმოვარდნის შედეგად მრავლობითი დაზიანები ჰქონდა, მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ოპერაციის შემდეგ მალევე გარდაიცვალა.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 73 წლის მამაკაცი კლინიკის მესამე სართულიდან გუშინ გადავარდა. შემთხვევის მიზეზი უცნობია. პაციენტი კორონავირუსის გამო, თერაპიულ განყოფილებაში მკურნალობდა.
