LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბავშვო ბაღებისთვის აკრძალვები და რეკომენდაციები დაწესდა

8372
FORTUNA.GE (23)

მთავრობის გადაწყვეტილებით, ბაღების ფუნქციონირება 1 ოქტომბერს აღდგება.

როდის იხსნება თეატრები, ბაღები, კინოთეატრები: გადაწყვეტილება მიღებულია

შეზღუდვები და რეკომენდაციები, რომელიც ბაღებში უნდა დაწესდეს შემდეგია.

იკრძალება:

მშობლების შესვლა ბაღის შენობაში. ბაღის თანამშრომლის მიერ უნდა მოხდეს ბავშვის მიღება.  

გამოყოფილი უნდა იყოს შესაბამისი საიზოლაციო ოთახი იმ შემთხვევაში, თუ დღის განმავლობაში რომელიმე ბავშვს, ან რომელიმე ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუფიქსირდება ტემპერატურა.

ბაღის პერსონალს ჩაუტარდება სწავლება, თუ როგორ უნდა იმოქმედონ პატარებთან ურთიერთობისას.

წესდება შეზღუდვები ბავშვის ბაღიდან გამოყვანასთან დაკავშირებით.

რადგან მშობელი ვერ მოახდენს შენობაში შესვლას, მინიმუმ 10 წუთით უნდა განახორციელოს ზარი ბაღის შესაბამის წარმომადგენლებთან და ითხოვოს ბაღიდან ბავშვის გაყვანა და ბაღის შესასვლელში უნდა მოხდეს ბავშვის გაყვანა.

 

გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები ჭურჭლის რეცხვასთან დაკავშირებითაც.

უნდა მოხდეს გრაფიკის შედგენა, რომ ბავშვების რაოდენობა იყოს დაბალანსებული ჯგუფში.

იკრძალება სათამაშოების წაღება სახლიდან და ამ შემთხვევაში აკრძალული არის ისეთი სათამაშოს გამოყენება, რომლის დეზინფექცია არის რთულად განსახორციელებელი.

სათამაშოების რეცხვა შესაბამისი წესით, 37 გრადუსზე უნდა მოხდეს. მისი გაშრობის ინსტრუქციაც დეტალურად გაიცემა.

ბაღის ფუნქციონირების დეტალური პროტოკოლი მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g