LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად და როდის შეძლებთ ნანი ბრეგვაძის საიუბილეო კონცერტებზე დასწრებას – სრული სია

430
nanibregvadze45

ნანი ბრეგვაძის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებული კონცერტების სერიას კულტურის პალატა უწევს ორგანიზებას. მათ ოფიციალურ გვერდზე უკვე გამოქვეყნდა კონკრეტული ჩამონათვალი, შესაბამისი ტარიღებითა და ლოკაციებით, სადაც ნანი ბრეგვაძის კონცერტებზე დასწრებას შეძლებთ.

საიუბილეო პროგრამა:

პირველი ღონისძიება  – საიუბილეო საღამო როიალის თანხლებით;

ჩატარების ადგილი – წინანდალი;

თარიღი –  21 ივლისი

მონაწილეები –   ნანი, როიალთან ნიკოლოზ რაჭველი;

საღამოს სიურპრიზი – სპეციალური სტუმარი.

მეორე ღონისძიება  – საიუბილეო კონცერტი ბენდის და სიმებიანი ორკესტრის თანხლებით;

ჩატარების ადგილი – ბათუმი. ი.ჭავჭავაძის სახ. სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობა;

თარიღი –  26 და 28 აგვისტო;

მონაწილეები –   ნანი, ნიკოლოზ რაჭველის ბენდი და სიმებიანი ორკესტრი;

მესამე ღონისძიება  – საიუბილეო კონცერტი ორკესტრის, „კვინტესენსის“ და ბენდის თანხლებით;

ჩატარების ადგილი – თბილისი, დიდი საკონცერტო დარბაზი;

თარიღი –  25 სექტემბერი;

მონაწილეები –  ნანი,  ნიკოლოზ რაჭველი, ბენდი, „კვინტესენს“ი და სოლისტ-ინსტრუმენტალისტთა  ორკესტრი.

მეოთხე ღონისძიება  – ნანის შემოქმედების ამსახველი პლაკატების და ფოტოების გამოფენა;

ჩატარების ადგილი – საგამოფენო დარბაზი –  „ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი“ რუსთაველის გამზირი

თარიღი –  სექტემბერი- ოქტომბერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები