LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საერთაშორისო ბრენდები სათამაშოებს ქართული კომპანიებისგან შეისყიდიან

5a82ccdd0d738

სააგენტოს „ აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, 2019 წლის 30 იანვარიდან – 3 თებერვალის ჩათვლით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ ნიურნბერგში გამართულ სათამაშოების გამოფენაზე – Spielwarenmesse 2019 ხუთმა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა: შპს „კოდალა“, შპს „ჯეოთოიზ“, შპს „ზღარბი“, შპს „მწვერვალი“ და შპს „გეოსტილი“.

ღონისძიებაზე ქართულმა სათამაშოების მწარმოებელმა კომპანიებმა ინდივიდუალური შეხვედრები გამართეს პოტენციურ დამკვეთებთან, წარმატებულ შეთანხმებებს მიაღწიეს, რამდენადაც თითოეულმა მონაწილემ მიიღო სატესტო შეკვეთა და ნიმუშების მოთხოვნილი ხარისხით შესრულების შემთხვევაში, საერთაშორისოდ ცნობილი კომპანიები, მათ შორის ისეთი ბრენდები როგორიცაა Gollnest & Kiesel, Andreu toys და სხვა შეისყიდიან სათამაშოებს ქართული კომპანიებისგან.

აღსანიშნავია, რომ გამოფენაში მონაწილეობა არსებითად მნიშვნელოვანი იყო სათამაშოების ინდუსტრიაში თანამედროვე მიმართულებების (ტრენდების) გაცნობის და მნიშვნელოვანი კონტაქტების დამყარების მიზნით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები