LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში 4%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის – როგორია ინფლაციის პროგნოზი

128
Tbilisi, Georgia. Panorama Cityscape Of Summer Old Town. Metekhi Church Of Assumption In Historic Neighborhood Of Tbilisi During Beautiful Sunrise. Central Part Of City With Famous Landmarks.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-ით გაიზრდება, რაც ფონდის წინა პროგნოზის ანალოგიურია. ორგანიზაციამ მსოფლიოს ეკონომიკური მიმოხილვა განაახლა.

2024 წლისთვის კი სავალუტო ფონდი საქართველოში კვლავ 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.

სავალუტო ფონდის მიერ პროგნოზირებული 4% უფრო ნაკლებია, ვიდრე საქართველოს მთავრობის მიერ პროგნოზირებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რაც 2023 წლისთვის 5%; 2024-ში კი 5.2%-ს შეადგენს.

IMF-ის პროგნოზი საქართველოს ინფლაციის მაჩვენებელსაც მოიცავს. ორგანიზაცია წელს საშუალოდ 5.9%-იან, 2024-ში კი 3.2%-იან ინფლაციას პროგნოზირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები