LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საფლავზეც მივალ, თუ მიმიღებთ ,შემინდეთ მე უღირსს“ -ნანა კოსტავა ტრაგიკულად დაღუპული გოგონას დედას პატიებას სთხოვს

8635
Untitled (12)

ლა­გო­დეხ­ში, ექ­სკურ­სი­ის დროს ტრა­გი­კუ­ლად და­ღუ­პუ­ლი 16 წლის გო­გო­ნას – სოფო ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლის დე­დის, ლანა ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლის თქმით, ქუ­თა­ი­სის საკ­რე­ბუ­ლოს ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი ნანა კოს­ტა­ვა პა­ტი­ე­ბას სთხოვს. ამის შე­სა­ხებ გარ­დაც­ვლი­ლის დედა “ფე­ის­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზე წერს.

“სიტყვა,რომელიც ჩემს სოფის მივეცი,სწორედ ორმოცი დღის გასვლის შემდეგ უნდა შემესრულებია.
დღეს ეს და მსგავსი რამდენიმე წერილი მივიღე ქალისგან,რომელმაც გამანადგურა ისეც გაუბედურებული.რა ვქნა?იქნებ ბოლომდე არც მჯერა მე ამ სიტყვების,მაგრამ ხომ არსებობს მეორე ნახევარი იმისა,რომ ნამდვილი იყოს ეს სინანული?
ჰოდა,ჩემი შვილის უმანკო სულს უმადლოდე ნანა კოსტავა შენს ცოდვილ სულსა და სხეულს თუ ვტოვებ ამ მიწაზე…
ძნელია დაიჯერო ეს ყველაფერი,იმ მიზეზით,რომ გარკვეული დროის მერე მახსოვს წერდა,ისევ იმასვე გავიმეორებ,თუ დამჭირდებაო.
არ ვიცი რა უტრიალებს თავში ამ ადამიანს თუ არაადამიანს,მაგრამ მე მაქვს ჩემი სინდისი და ეს მავალდებულებს,როცა პატიებას გთხოვენ(სულერთია გულწრფელს თუ თავდაცვის მიზნით თუ ხალხის თვალში გასაპრავებელ-ასამაღლებელს)თუ არ აპატიებ,დაინდო მაინც..p.s . მახსოვს ყოფილმა ქმარმა მიტევების დღეს სმს -ით პატიება მთხოვა …და იცით რას მივხვდი? ჩემი განცდა,ჩემი ტკივილი სულ ცალ ფეხზე ეკიდა,იგი თავისი დამპალი სულის გადასარჩენად დგამდა ამ ნაბიჯს…ჰოდა,ახლა რაღაც მსგავსი დამეუფლა….”- წერს ლანა ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლი და კოს­ტა­ვას მიერ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი “მო­ნა­ნი­ე­ბის სმს”-ების ფო­ტო­ებს ავ­რცე­ლებს.

16 წლის სოფო ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლი ლა­გო­დეხ­ში სას­კო­ლო ექ­სკურ­სი­ის დროს მომ­ხდარ უბე­დურ შემ­თხვე­ვას ემსხვერ­პლა. გო­გო­ნას ცხე­და­რი მაშ­ვე­ლებ­მა 27 მა­ისს იპო­ვეს.

„თუნდაც თმით გამოეთრია, სიცოცხლე გადაერჩინა...ექსკურსია პასუხისმგებლობაა და არა ქეიფი“

"ეს არის ის დანაშაული, რომელიც მოიცავს ბავშვის დაუდევრობით სიკვდილს“

გარ­დაც­ვლი­ლი სოფო ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლი სკო­ლა “ალ­ბი­ონ­ში” სწავ­ლობ­და, ლა­გო­დეხ­ში თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­თან და მას­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და.

შემ­თხვე­ვი­დან რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, ქუ­თა­ი­სის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რმა ნანა კოს­ტა­ვამ “ფე­ის­ბუქ­ზე” ჟურ­ნა­ლის­ტის და ბლო­გე­რის სა­ლო­მე ბარ­კე­რის ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა თან­დარ­თუ­ლი ტექ­სტით – “კაი დღე­ში ხარ ახლა, იცი­ნე!”.

სა­ლო­მე ბარ­კე­რი ტრა­გი­კუ­ლად გარ­დაც­ვლი­ლი 16 წლის გო­გო­ნას დაა.

კოს­ტა­ვას პოსტს კრი­ტი­კა და მისი საკ­რე­ბუ­ლო­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მოჰ­ყვა. თუმ­ცა, დე­პუ­ტატ­მა თავი იმით იმარ­თლა, რომ რომ “ბარ­კე­რის ოჯახ­ზე თავ­სდამ­ტყდა­რი უბე­დუ­რე­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცო­და”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g