LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში კორონავირუსის ახალი შტამი B.1.640.2. აღმოაჩინეს – მას 46 მუტაცია აქვს

477
მუტაცია

საფრანგეთში აღმოჩენილია დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელსაც დროებით უწოდეს B.1.640.2.

მარსელის ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის მეცნიერებმა ახალი სახეობა კამერუნიდან დაბრუნებულ მოგზაურს აღმოუჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მან საფრანგეთის სამხრეთში სავარაუდოდ, დააინფიცირა კიდევ 12 ადამიანი.

კორონავირუსის ახალი სახეობის კვლევა ადრეულ ეტაპზეა. ჯერჯერობით, ცნობილია მხოლოდ ის, რომ მას 46 მუტაცია აქვს.

არის თუ არა ეს ახალი ვარიანტი ისეთივე ცუდი, მხოლოდ მას შემდეგ დადგინდება, როდესაც ექსპერტები მიიღებენ მტკიცებულებას, როგორ მუშაობს.

შეგახსენებთ, კორონავირუსის არაერთი ვარიანტია აღმოჩენილი პანდემიის განმავლობაში.

ჯანმო კორონავირუსის შტამებს ინტერესის ან შეშფოთების გამომწვევ სახეობებად ანაწილებს. ამ დროისთვის შემაშფოთებელ ვარიანტებად მიიჩნევა, „ალფა“, „ბეტა“, „გამა“, „დელტა“ და „ომიკრონი“.

კორონავირუსის შტამებს სახელებს ბერძნული ანბანის ასოებს არქმევენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g