საფრანგეთის ქალაქ ნიცაში დანით შეიარაღებული მამაკაცი თავს დაესხა მოქალაქეებს.
BBC-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფაქტი ქალაქის ცენტრში, ბაზილიკასთან მოხდა. როგორც ცნობილია, თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი და დაიჭრა ასევე ერთი ადამიანი.
პარიზის დემონი: მუსლიმური სამყარო აღშფოთებულია და ზომებს მიმართავს
ეჭვმიტანილი პოლიციამ თავდასხმიდან 10 წუთში დააკავა.
თუმცა, განახლებული ინფორმაცისი თანახმად, დაღუპულია სამი ადამიანი, აქედან ერთ-ერთ მათგანს თავი მოაჭრეს.
როგორც ქალაქის მერმა კრისტიან ესტროსიმ განაცხადა, ფაქტი, სავარაუდოდ, ტერორისტულ თავდასხმას უკავშირდება.
შინაგან საქმეთა მინისტრმა მოსახლეობას მოუწოდა, ქალაქის ცენტრში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კი აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან სერიოზული ახალი გამოწვევა, რომელიც საფრანგეთს აწუხებს.