LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგანგაშოა მშვიდობიან მანიფესტატორთა დაკავების ფაქტი – GDI პარლამენტთან დაპირისპირებაზე

86
სამოლე და ჯიო (5)

GDI ეხმაურება საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებს და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს შეწყვიტონ მშვიდობიანი აქციის მონაწილეების შეკრება-მანიფესტაციის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობის ხელყოფა.

“განსაკუთრებით საგანგაშოა აქციის მიმდინარეობისას მშვიდობიან მანიფესტატორთა დაკავების ფაქტი. ვრცელდება ასევე ინფორმაცია დაპირისპირებისას აქციის რამდენიმე მონაწილის ფიზიკური დაზიანების შესახებ. საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა ცალსახად აძლევს უფლებას ყველა ადამიანს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბონ და გამოხატონ პროტესტი, მათ შორის კარვის გაშლის გზით, თუკი ეს არ აფერხებს სატრანსპორტო მოძრაობას. შესაბამისად, პოლიციელთა ქმედება უკანონოა და იგი მიზნად ისახავს პროტესტის შინაარსის შეზღუდვას.

შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამართალდამცავი უწყებები არ აძლევენ აქციის მონაწილეებს პარლამენტის წინ კარვის გაშლის უფლებას. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება წლებია უხეშად ლახავს კონსტიტუციით გარანტირებულ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და ზოგადად, ადამიანის უფლებების დარღვევის ინსტრუმენტად იყენებს”.- ნათქვამია განცხადებაში.

პარლამენტთან დაპირისპირებისას დაკავებულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა

“ლელოს” წევრი საბა ბუაძე დააკავეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები