LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეო უწყება – მკაცრად ვგმობთ ბუჩაში ხოცვა-ჟლეტას და არაადამიანურობას

214
საგარეო

ჩვენ მკაცრად ვგმობთ ბუჩაში ხოცვა-ჟლეტას და არაადამიანურობას, რომელიც მიმართულია უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ტვიტერზე გავრცელდა.

საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ყველას, ვინც ამ ომის დანაშაულებებში მონაწილეობდა.

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ ბუჩაში ხოცვა-ჟლეტას და არაადამიანურობას, რომელიც მიმართულია უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

ჩვენ განადგურებული ვართ სასტიკი ბოროტმოქმედების სცენებით.

ყველას, ვინც ამ ომის დანაშაულებებში მონაწილეობდა, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. ჩვენ გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უკრაინის ქალაქ ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ, ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები იპოვეს.

ეს არის გენოციდი: ზელენსკი ბუჩაში რუსი ოკუპანტების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაზე

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ბუჩაში ომის დანაშაულების ჩადენას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g