საქართველო, რომ მდიდარია უნიკალური კურორტებით ამაზე „ბონ ვოიაჟის“ ფარგლებში არაერთხელ გვისაუბრია. იმუნიტეტის გაძლიერება და ორგანიზმის გაკაჟება განსაკუთრებით, კი პანდემიის დროს ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის. ამისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი კურორტი საირმეა, სადაც ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ დასვენებასთან ერთად უნიკალური სამკურნალო წყლის აბაზანებით გაიკაჟოთ სხეული.

„ჯადოსნური“ ველის საიდუმლოს ფარდა მე-19 საუკუნის ბოლოს აეხადა, როცა გეოლოგებმა მიწის სიღრმეში ცხელი მინერალური წყალი აღმოაჩინეს. 1930-იან წლებში საირმეს კურორტის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა. ასევე არსებობს საინტერესო თქმულება ამ ადგილის შესახებ:

ლეგენდა გვიამბობს,რომ  წყარო ირემს ადევნებულმა მონადირეებმა აღმოაჩინეს, რომელიც ჟანგით გადაწითლებულ ქვაზე ამოდიოდა და მის გარშემო ყველაფერი მარილს გადაეთეთრებინა. 3კმ-ში კი მწყემსებმა უჩვეულო რამ შენიშნეს – ერთ ადგილას ბალახი მუდამ მწვანე რჩებოდა, მიწა თოვლს არ იკარებდა და წვიმის მოსვლიდან რამდენიმე წუთში მშრალი იყო. ამ ჯადოსნური ადგილის საიდუმლო მიწის სიღრმეში გეოლოგების აღმოჩენილი ცხელი თერმული წყაროები იყო. რომლებიც შესწავლისა და ქიმიური ანალიზის შემდეგ დადგინდა, რომ უნიკალური სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა.

კურორტი “საირმე” მდებარეობს სუბტროპიკული სარტყლის მთიან ზონაში, ქუთაისის სამხრეთით ზღვის დონიდან 950 მ-ზე და ადმინისტრაციულად ბაღდათის რეგიონს ეკუთვნის. “საირმე” ევროპის ყველაზე დიდი კურორტია. მწვანე საფარი შეადგენს 60 ჰექტარს და არის ერთადერთი კურორტი, სადაც 4 სხვადასხვა სამკურნალო თვისების და 1 თერმული წყარო ამოედინება და მრავალი დაავადების განკურნებაა შესაძლებელი. კომპლექსში წარმოდგენილია 3 სასტუმრო, 342 ნომერით, სადაც 1000-მდე ადამიანის განთავსების შესაძლებლობაა ერთდროულად.

მრავალი წლის განმავლობაში კურორტს არაერთი ქვეყნიდან სტუმრობენ,ზოგი ჯანმრთელობის პრობლემების მოსაგვარებლად,ზოგი სარელაქსაციოდ და ზოგიც უბრალოდ სიმშვიდისა და სასიამოვნო გარემოში დასვენებისთვის.

კურორტზე წარმოდგენილი „თერმული სპა და ველნესი“ უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი. კომპლექსი ნებისმიერი ტიპის გამაჯანსაღებელ პროცედურას სთავაზობს დამსვენებლებს. სპა ცენტრში წარმოდგენილია დახურული აუზი, მარილის ოთახი, რომლებიც საუკეთესოა სასუნთქი გზებისა და ფილტვების წმენდისთვის, სველი და მშრალი საუნა, ასევე სხვადასხვა სამკურნალო და გამაჯანსაღებელი საპროცედურო კაბინეტები. აღსანიშნავია, რომ სპა ცენტრში ყველა პროცედურა თერმული წყაროებით კეთდება. აქვე წარმოდგენილია ღია საცურაო აუზიც, რომელიც მიწიდან ამოსული, 41-გრადუსის მქონე თერმული წყაროთი ივსება.

 

აქ შეგიძლიათ მიღოთ შემდეგი პროცედურები:

წყალქვეშა მასაჟი კანში, კანქვეშა ცხიმოვან შრეში,კუნთოვან და მყესოვან ქსოვილებში  ნივთიერებათა ცვლის პროცესის გასაუმჯობესებლად. ასევე ცენტრალურ ნერვულ სისტემისა და კანის დაავადებების სამკურნალოდ.

შარკოს შხაპი, რომელიც ხელს უწყობს სხეულიდან შლაკების გამოდევნას, ეფექტურია ცელულიტებისა და სხეულის პროფილაქტიკისთვის.

ფიზიოთერაპია,რომელიც  ზრდის ორგანიზმის იმუნურ აქტივობას ,ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, გამწოვი, ანტისპაზმური მოქმედება.

ჰიდროკოლონოთერაპია– ნაწლავების გამორეცხვა თერმული, მინერალური წყლების საშუალებით.

მშრალი მასაჟი,რომლის შედეგად  ზეგავლენა ხდება ნერვულ, ჰუმორულ და მექანიკურ ფაქტორებზე. კანში უმჯობესდება ლიმფის მოძრაობა, კანი ხდება ელასტიური და სრიალა. სახსრებში, იოგებში და მყესებში ჩქარდება სინოვიური სითხის წარმოქმნა.

ჰალოთერაპია (მარილის ოთახი) -მკურნალობის არამედიკამენტოზური მეთოდი ემყარება ბუნებრივი მარილის მღვიმის ანალოგიური მიკროკლიმატის გამოყენებას.

აღსანიშნავია,რომ კურორტზე ფუნქციონირებს სადღეღამისო საკურორტო პოლიკლინიკა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გერმანული ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური აპარატურით.

კურორტი „საირმე“ World Travel Award-ის გამარჯვებული გახდა და „საქართველოს წამყვანი კურორტი 2020“-ის ჯილდო მოიპოვა შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით : უნიკალური ადგილმდებარეობა, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, ჟანგბადით მდიდარი ჰაერი, 60 ჰექტარი მწვანე საფარი, მომსახურების ხარისხი, დიზაინი, სპორტული აქტივობების ნაირსახეობა და სამკურნალო თვისებების მქონე თერმული წყლები.

გაიჯანსაღეთ სხეული, გაერთეთ და აღმოაჩინეთ თქვენი თავგადასავალი ,,კურორტ საირმეში“!

მარიდეა გელაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები