LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახალხო დამცველის დასკვნაში ფაქტობრივი შეცდომაა – მე-18 დაწესებულებაში ექიმი-რეანიმატოლოგი ნამდვილად არის – ბრეგაძე

125
1

იუსტიციის მინისტრი ეხმიანება სახალხო დამცველის განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ, სრულფასოვნად არ შეესაბამება კონსილიუმის დასკვნასა და რეკომენდაციებს.

მე-18 დაწესებულება სადაც სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ, კონსილიუმის დასკვნას არ შეესაბამება: ომბუდსმენი

რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ სახალხო დამცველის დასკვნაში ფაქტობრივი შეცდომაა და ამ ეტაპზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 დაწესებულებაში ექიმი-რეანიმატოლოგი არის:

“ჩვენ ძალიან აქტიური თანამშრომლობა გვაქვს ნინო ლომჯარიასთან. ლომჯარია პირადად ჩემი ინიციატივით იქნა მოწვეული ამ სამუშაო ჯგუფში. მინდა, მადლობა გადავუხადო ამ ჯგუფის ყველა წევრს, რომელიც ძალიან აქტიურად არის ჩართული პატიმარ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობის საკითხებში.

აქ ასევე ჩართულია ნინო ლომჯარია. რაც შეეხება მის დასკვნას, მასში ერთი სხვა ფაქტობრივი შეცდომაც იყო. ექიმი-რეანიმატოლოგი ამ ეტაპზე არის სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 დაწესებულებაში.” – განაცხადა ბრეგაძემ.

თუ პატიმარ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია საჭირო გახდება, მას N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანენ – იუსტიციის მინისტრი

შეგახსენებთ, მეთვრამეტე დაწესებულების მზადყოფნის ხარისხის შემოწმების შემდეგ, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა განაცხადეს, რომ დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ, სრულფასოვნად არ შეესაბამება კონსილიუმის დასკვნასა და რეკომენდაციებს.

“მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო საჭიროებებთან დაკავშირებით ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემული დასკვნა ითვალისწინებს გარკვეული სამედიცინო პროცედურების ჩატარებას, რაც სამწუხაროდ N18 დაწესებულებაში შეუძლებელია. მაგალითად, ვერ განხორციელდება მაგნიტო-რეზონანსული გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია, დუპლექს-სკანირება. ასევე, დაწესებულებაში ამჟამად არ მუშაობს ექიმ-რეანიმატოლოგი, თუმცა ადმინისტრაციის განმარტებით, უახლოეს პერიოდში ელოდებიან შესაბამის სპეციალისტებს”, – წერია დასკვნაში.

 

magti 5g