LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახალხო დამცველის წარმომადგენლი – მიხეილ სააკაშვილი ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან

61
shutterstock-1716543688-1

სახალხო დამცველის წარმომადგენლის, მიხეილ ღოღაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს.

„მას წინააღმდეგობის გაწევაზე არაფერი განუცხადებია. მას არ უნდოდა მე-18 დაწესებულებაში გადმოსვლა. ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს მე-12 დაწესებულებიდან. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ტრანსპორტირება მოხდა მანქანით. გადმოიყვანეს სასწრაფოს მანქანით“, – განაცხადა ღოღაძემ.

შეგახსენებთ, გლდანის მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან დღეს გადაიყვანეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g