სახელმწიფო ბრალდება თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ბიტკოინის მითვისებას ედავება.
ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ოქმის წაკითხვის დროს განაცხადა.
მისივე თქმით, გიორგი ბაჩიაშვილმა 2017 წელს, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბიტკოინი მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე ბრალდებულის, თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალდება წარუდგინა.