LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება, მადლობა პოლიციას: ანრი ოხანაშვილის მიმართვა ჟურნალისტებს

34
ანრი ოხანაშვილი

ანრი ოხანაშვილი 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ჟურნალისტებს მიმართავს.

“სახელმწიფო იქნება ყოველთვის თქვენს გვერდით და უზრუნველყოფს თქვენი საქმიანობა ყოველთვის შეფერხების გარეშე განახორციელოთ და ასეთი რამ აღარ განმეორდეს” – ანრი ოხანაშვილი.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ჟურნალისტებთან მიმართებაში ადგილი ჰქონდა ძალადობას, შესაძლო დანაშაულის ნიშნებს და სამართალდარღვევებს, რასაც ექნება ადეკვატური, პროპორციული სამართლებრივი რეაგირება.

„იმ ყველაფერს, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, არაფერი ჰქონდა საერთო არც ეკლესიასთან და არც ქართულ ტრადიციებთან. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა პოლიციას იმ შრომისთვის, რომელიც მათ გასწიეს იმისთვის, რომ დაეცვათ თითოეული ჟურნალისტი, თუ თითოეული მოქალაქე“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პოპულალურები