LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სახელმწიფოს მიერ შემოტანილ გრიპის ვაქცინაში თანხის აღება დანაშაულია” – ვისთვის უნდა იყოს ვაქცინაცია უფასო, გამყრელიძე განმარტავს

135
BeFunky-collage - 2020-11-06T151337.635

გრიპის ვაქცინაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე დამატებით განმარტებას აკეთებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი. ამირან გამყრელიძის თქმით, გრიპის უფასო ვაქცინაცია, რომელიც სახელმწიფოს მიერ არის დაფინანსებული, ეხება რისკ-ჯგუფებს, რომელთა ჩამონათვალიც NCDC-ს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

“ჩემი განცხადება, როდესაც ვთქვი, რომ არ შეიძლება გრიპის აცრაში თანხა მოსთხოვონ ადამიანს, ცოტა სხვანაირად იქნება აღქმული. ეს ეხება მხოლოდ რისკ-ჯგუფებს ანუ ვისაც აფინანსებს სახელმწიფო. სახელწმიფოს მიერ შემოტანილ ვაქცინაში ფულის აღება არის დანაშაული. ხოლო ვინც რისკ ჯგუფი არ არის და მივა ასაცრელად, კერძო სექტორს შეუძლია იმ ტარიფით, რა ტარიფსაც ადებენ აცრას, აიღოს თანხა.

ხაზს ვუსვამ, სახელმწიფოს ვაქცინა არ უნდა იყიდებოდეს. ის არის უფასო და აცრის პროცესსაც აფინანსებს სახელმწიფო. ის ადამიანისთვის სრულიად უფასო უნდა იყოს“- განმარტა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით უკრა აცრილია 31 163 ადამიანი.

“მაგრამ ეს არ არის საკმარისი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ რისკ-ჯგუფებს, დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს და ჩაიტარონ გრიპის საწინააღმდეგო აცრა. რამეთუ ეს დაგვაზღვევს ორი ინფექციის ზედდებისაგან”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ბოლო 24 საათში 183 სამედიცინო პერსონალი დაინფიცირდა: “ვერ გეტყვით, რომ ქყვეყანაში ჯანდაცვის სისტემის კოლაფსია”

ჯანდაცვის სამინისტრო საწოლფონდის გაზრდაზე მუშაობს: ყველაზე კრიტიკული სამედიცინო პერსონალის მობილიზებაა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g