„ნაციონალური მოძრაობა“ არის მწამებლების და უთავმოყვარეო პოლიტიკური მმართველობის ავანგარდში, როცა ქვეყანას მართავდა ხელისუფლების პირობებში. როდესაც არის ოპოზიციაში, აქაც ნახეთ, რა ხდება მათ თავს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა თქვა, რომ ენმ უკვე წარსულია და ამ პარტიას რაიმე რესურსი არ აქვს.
როგორც ღუდუშაურმა აღნიშნა, ხაბეიშვილისგან [ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი] არანაირი სიკეთე არ შეიძლება მიიღო.
„თავიდან ბოლომდე ციფრულ მმართველობაზე გადავდივართ, დრო, როდესაც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს კაბინეტებში იღებდნენ, წარსულს ჩაბარდა“ – ხაბეიშვილი
„გვინდა განვმარტოთ, რომ მომავალში პარტიაში ყველა ცვლილება და გადაწყვეტილება ელექტრონული ფორმით გაკეთდება“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ რა უნდა შემოიკრიბოს. ადრე ხაბეიშვილმა თქვა, რაღაც გასაღები გვაქვსო. ამ ადამიანს რა გასაღებიც ჰქონდა, ისიც რომ დაკარგული აქვს, ეს კარგად ვიცით.
იქნებ შეახსენოთ, როგორმე გადაუმალონ და სახლის გასაღები მაინც არ დაკარგოს „ნაციონალურ მოძრაობაში“, საიდანაც გამოგდებას დაუპირებენ, იქ მაინც არ შეექმნას პრობლემა.
გულწრფელად, ხაბეიშვილს გადაეცით, რომ ყველა დაკარგული აქვს და რა გასაღებიც აქვს, კარგად შეინახოს, ისიც არ დაკარგოს“. – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.