LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საკუთარი სახლის წინ ადამიანმა თვითონ რომ გაწმინდოს თოვლი, მგონი პრობლემას არ წარმოადგენს… ჩვენთვის ეს ძალიან დიდი დახმარება იქნება” – კახა კალაძე

509
Untitled design (11)

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოქალაქეებს მოუწოდა, საკუთარი სახლის წინ, თავად გადაწმინდონ თოვლი.

„თუ იქნება მხარდაჭერა მადლობელი ვიქნებით. საკუთარი სახლის წინ რომ გაწმინდოს ადამიანმა, მგონი არ წარმოადგენს პრობლემას. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი დახმარება იქნება და მინდა ამისთვის მადლობა გადავუხადო ყველა იმ მოქალაქეს, ვინც ჩართულია კონკრეტული სივრცის გაწმენდით სამუშაოებში“,- აღნიშნავს კალაძე.

მისივე თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში 5000 ტონაზე მეტი ტექნიკური მარილი გამოიყენეს, სამუშაოების შეფერხებას კი იწვევს გადაუღებელი თოვა.

თბილისის მერის ქურთუკმა საზოგადოების ყურადღება მიიპყრო – რა ღირს მოთხილამურის წყალგაუმტარი სამოსი

„მეექვსე დღეა, რაც ქალაქში თოვს – მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ ცენტრალური ქუჩები სუფთა იყოს, საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა უპრობლემოდ შეძლოს გადაადგილება“, – განმარტა დედაქალაქის მერმა და დასძინა:

„მარტის თვის უჩვეულო დიდთოვლობა გვაქვს დედაქალაქში. მეექვსე დღეა, რაც ქალაქში თოვს. შესაბამისი სამსახურები 24-საათიან რეჟიმზე არიან გადასულები. მაქსიმალურად მობილიზებულია ყველა, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

დღესაც თოვს თბილისში. შესაბამისი სამსახურები მუშაობას აგრძელებენ. გარკვეული პრობლემები შეიქმნა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების თვალსაზრისით. შეფერხებები იყო, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ცენტრალური გზები გაწმენდილი ყოფილიყო. დარჩენილია მეორადი ქუჩები, ჩიხები, შესახვევები. აქაც მიმდინარეობს სამუშაოები, თუმცა პრობლემებს ვაწყდებით. ეს არის ავტომობილები, რომლებიც ქუჩაშია დაყენებული, ტექნიკა ვერ შედის და ვერ ახორციელებს სამუშაოებს.

ეს გარკვეული პრობლემებია. მესმის იმ ადამიანების, სადაც ჯერ ვერ მივედით კონკრეტულ ქუჩებზე, ჩიხებსა და შესახვევში. მეგობრებო, დაახლოებით 750-მდე ქუჩა, შესახვევი და ჩიხია – წყნეთი, ტაბახმელა, კიკეთი… ყველა მობილიზებულია და სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების შეფერხებას ასევე იწვევს გადაუღებელი თოვა. მიუხედავად ამისა, არ ვჩერდებით. მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ ცენტრალური ქუჩები სუფთა იყოს, საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა უპრობლემოდ შეძლოს გადაადგილება. მთელი ამ დღეების განმავლობაში ცენტრალურ ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გაჩერებულა. პატარა შეფერხება იყო, თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ემსახურებოდა მოსახლეობას“,- აღნიშნავს კალაძე.

პოპულალურები