LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე სამადაშვილი: „დღეს რუსულმა საოკუპაციო რეჟიმმა პარლამენტში არ შეგვატანინა ილია ჭავჭავაძის, ამბროსი ხელაიას, მიხეილ ჯავახიშვილის სურათებიანი მაისურები, ფარულად შეპარება გახდა საჭირო, არა გასაბჭოებას!“

284
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (2)

ოპოზიციონერი დეპუტატი, სალომე სამადაშვილი ერთ-ერთი იმ დეპუტატებიდან, რომელსაც საკომიტეტო დარბაზი დაატოვებინეს.

ამის შემდეგ, სამადაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია ფართომასშტაბიანი აქციისთვის ემზადება.

დეტალები კი საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

ამასთან, როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, სხდომაზე ილია ჭავჭავაძის, ამბროსი ხელაიას, მიხეილ ჯავახიშვილის სურათებიანი მაისურები არ შეატანინეს.

„დღეს რუსულმა საოკუპაციო რეჟიმმა პარლამენტში არ შეგვატანინა ილია ჭავჭავაძის, ამბროსი ხელაიას, მიხეილ ჯავახიშვილის სურათებიანი მაისურები. ფარულად შეპარება გახდა საჭირო. არა გასაბჭოებას!“ – წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის პარალელურად, პარლამენტთან ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენების აგენტების შესახებ კანონპროექტების საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.

ადგილზე იმყოფებიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, სტუდენტები და მოქალაქეები.

ხაბეიშვილი: „შეშლილი „პუტინისტები“ არიან.. ამ პუტინისტებს და რუსებს დედა უნდა ვუტიროთ“

„Русский военный корабль иди на..“ – სალომე სამადაშვილმა, ეკა ხერხეულიძემ და ხათუნა სამნიძემ კომიტეტზე პლაკატი გაშალეს

„დამესხნენ თავს ფიზიკურად, მაგრამ საკადრისი პასუხი მიიღეს“.. „ამით წიხლს ურტყამენ საკუთარი შვილების მომავალს“ – რას აცხადებენ დეპუტატები, რომლებსაც კომიტეტის სხდომა ძალით დაატოვებინეს

„უსამშობლო ხარ, უსამშობლო კაცი ხარ“ – ფიზიკური დაპირისპირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე

ზურაბ ჯაფარიძე: სახლში ჯდომა არ არის არჩევანი, სახლში ჯდომა არის შეგუება, რომ საკუთარ შვილებს ტოვებ მონობაში

ბოკერია: „ივანიშვილი როგორც ცხოველების ფერმას, ისე ექცევა საკუთარ სამშობლოს“

ფოტო, ვიდეო: პარლამენტთან „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები