LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი: საზოგადოება, რომელშიც ახალგაზრდებს თავიანთი მომავლის იმედი აღარ აქვთ, ძალიან მძიმე დღეშია

169
Untitled design (1)

„საზოგადოება, რომელშიც ახალგაზრდებს თავიანთი მომავლის იმედი აღარ აქვთ, ის საზოგადოება ძალიან მძიმე დღეშია“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. ახალგაზრდები ხელმოწერების კამპანიას „ჩვენი ხმა ევროპას“ შეუერთდნენ.

პრეზიდენტმა ახალგაზრდებს მიმართა, რომ არსად იქნებიან ისეთი დაფასებული, როგორც საკუთარ ქვეყანაში.

პრეზიდენტმა ახალგაზრდებს მიმართა – ევროკომისიის გადაწყვეტილებაში თქვენი დიდი წვლილია, რომ არა 8 მარტის გამოსვლები, დიდი თავისუფლების ტალღა, ალბათ ცოტა დაფიქრდებოდნენ, ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ

„თუ თქვენ მხოლოდ იმაზე იფიქრებთ, როდის უნდა დატოვოთ ქვეყანა, დაკარგოთ იმედი და წახვიდეთ სხვაგან, მაშინ ეს საზოგადოება თვითონ იქნება უიმედო, რადგან საზოგადოება, რომელშიც ახალგაზრდებს თავიანთი მომავლის იმედი აღარ აქვთ, ის საზოგადოება ძალიან მძიმე დღეშია და ის თავის თავზე ვერაფერს აიღებს.

ვიცი, ყველას აქვს სურვილი, რომ თავისი თავი სადღაც მონახოს, თავისი პერსპექტივა, თავისი თავი განავითაროს და, ცხადია, ხშირ შემთხვევაში ეს ხდება იმით, რომ უნდა გახვიდე საზღვარგარეთ, იქ მიიღო მეტი განათლება, მეტი გამოცდილება – ეს ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენი ადგილი, თქვენი იმედი და თქვენი პერსპექტივა ამ ქვეყანაში არ არის.

იმავეს ვიტყვი იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც აქ არ არიან და დღეს სწავლობენ და მუშაობენ საზღვარგარეთ, ან დღეს წასულები არიან ცოტა უფრო დიდი ხნით უცხოეთში, მათი მომავალიც აქ არის, სადაც თქვენ ყველაზე უფრო დაფასებული იქნებით – მე არ ვამბობ, რომ დღეს ხართ – მაგრამ სადაც ყველაზე უფრო დაფასებული, ყველაზე უფრო საჭირო იქნებით, არის თქვენი ქვეყანა.

დამიჯერეთ, სხვაგან ყოველთვის უცხოელი და ნაკლებად დაფასებულნი იქნებით, ნაკლებად თქვენს ადგილას. ძალიან წარმატებული ადამიანებიც არიან, რომლებიც სადაც არ უნდა იყვნენ მსოფლიოში, იმ სიმაღლეზე არიან, რომელიც უკვე სხვა კატეგორიას განეკუთვნებიან, და ყველას გისურვებთ, რომ მიაღწიოთ იმ მწვერვალებს, რომელსაც ზოგიერთმა სპორტსმენმა, მუსიკოსმა და შემოქმედმა მიაღწია. მაგრამ ეს ქვეყანა პატარა ქვეყანაა. ამ ქვეყანას ძალიან სჭირდებით. მოდით და ერთად ვცადოთ, რომ ამ ქვეყანას კიდევ ერთი შანსი მივცეთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

Posted by სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili on Wednesday, November 22, 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები