LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში მიმდინარე სპეცოპერაციაზე განცხადებას ავრცელებს

226
BeFunky-collage (8)

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

რა ხდება ზუგდიდში – განახლებადი ინფორმაცია

„მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს, იმ დროს, როცა ადამიანების სიცოცხლე სასწორზე დევს და სამართალდამცავები, ამ ურთულესი მდგომარეობის მსხვერპლის გარეშე განმუხტვას ცდილობენ, ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელია, ართულებს სამართალდამცავების ამოცანას და საფრთხეს უქმნის მძევლების მშვიდობიან გათავისუფლებას.

ასევე, მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, გაითვალისწინონ სამართალდამცავი ორგანოების თხოვნა და ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდონ ისე, რომ არ შეაფერხონ ოპერატიული მოქმედებები“,- აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.

“თუ ეს კრიმინალია, კრიზისი ამ ღამესვე გადაწყდება, მაგრამ თუ პოლიტიკური მიზნით დაგეგმილია, შესაძლოა, მძიმე შედეგები დადგეს“ – ექსპერტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები