LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილმა უკრაინელი მეზღვაურებისა და მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრის შეწყალების აქტი, ვლადიმირ ზელენსკისთან შეთანხმების საფუძველზე გამოსცა

51
BeFunky-collage (9)

პრეზიდენტის ადმინისტარციაში ადასტურებენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა უკრაინელი მეზღვაურები და მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი შეიწყალა.

შეწყალების აქტი 17 ივლისს გამოიცა, აქტი ძალაში 19 ივლისს შევიდა.

უკრაინელი მეზღვაურები და სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი შეწყალების საფუძველზე გათავისუფლდნენ

„დიახ, საქართველოს პრეზიდენტმა უკრანელი მეზღვაურები შეიწყალა. საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტი 17  გამოსცა, რომელიც ძალაში 19 ივლისს შევიდა.

ეს ორ პრეზიდენტს შორის იმ შეთანხმების შესრულებაა, რომელიც კიევში ოფიციალური ვიზიტისას შედგა“, – განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებულ უკრაინის ორი მოქალაქეს, ვოლოდიმირ დიაჩენკოსა და იური ხომიჩის, ასევე მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილ წევრს მიხეილ ბატურინს ოთხ წლიანი პატიმრობა 14 ივლისს მიუსაჯა. ისინი 28 ნოემბერს დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები