LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალქალაქში, ქორწილში კაცების განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

190
b5081aa54ad470ff4039ef00a5cbf9d3-XL

ახალქალაქის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ორი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ახალქალაქში, პირადი კონფლიქტის ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით 29 წლის პირს სხეულის მრავლობითი დაზიანება მიაყენეს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და ახალქალაქის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი – 1991 წელს დაბადებული ს.ს. და 1991 წელს დაბადებული ს.ს., ორი ან მეტი პირის მიმართ

დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ახალქალაქში, პირადი კონფლიქტის ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის მრავლობითი დაზიანება მიაყენეს 1990 წელს დაბადებულ ა.ა.-ს, 1996 წელს დაბადებულ მ.ქ.-ს, 1998 წელს დაბადებულ ს.ა.-ს და 1992 წელს დაბადებულ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს – ა.ა.-ს.გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები