LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია – ინფიცირებულები სატვირთო ავტომობილის მძღოლები არიან

84
105548260-2542629989287585-7119515998389169391-n-2020-06-24-07-50-58-942336

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური ხელმძღვანელის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი შემთხვევიდან სამივე შემოტანილია და ისინი სატვირთო ავტომობილის მძღოლები არიან. ერთი მათგანი ინფექციურ საავადმყოფოში გადის მკურნალობას, სადაც მისი ჩათვლით კორონავირუსით დაინფიცირებული 24  პაციენტი იმყოფება.

ეზუბაგაის თქმით, ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში 106 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელებულთა მაჩვენებელი კი 87%-ზე მეტია.

პაციენტების ზოგადი მდგომარეობა უცვლელია და ფასდება როგორც საშუალო სიმძიმის და მსუბუქი. ახალი პაციენტის მდგომარეობაც საშუალო სიმძიმისაა.

946 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 825 გამოჯანმრთელებული და 15 გარდაცვლილი – ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 203 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 3310 პირი.

კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 4 პაციენტი კი განიკურნა

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 11.1 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 6.3 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 529 ათასს აჭარბებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები