LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი ვირუსის ახალი შტამი ისრაელშიც გამოვლინდა

1232
1

სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამი ისრაელშიც გამოვლინდა. 

ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინიტროზე დაყრდნობით France 24 ავრცელებს.

მუტირებული ვარიანტის – B.1.1.529-ის ისრაელში გამოვლენის შესახებ წერს ადგილობრივი მედიაც.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, გამოვლენილია სწორედ ის ვარიანტი, რომელიც დიდი რაოდენობით მუტაციებს შეიცავს.

სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტი, შესაძლოა, უფრო გადამდები იყოს, ვიდრე „დელტა“: გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრი

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ვირუსის ახალი შტამი ქვეყანაში მალავიდან დაბრუნებულ პირს დაუდასტურდა. 

“კიდევ ორი შემთხვევა საეჭვოა საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ ადამიანებში, ისინი კარანტინში იყვნენ მოთავსებულები”, – თქვეს უწყების წარმომადგენლებმა და განმარტეს, რომ სამივე ადამიანი ვაქცინირებული იყო, თუმცა დოზების რაოდენობა და ვაქცინების სახეობა არ დაუკონკრეტებიათ.

მეცნიერები ახალი ვერსიის საშიშროებაზე მსჯელობენ - რა ვიცით Covid 19-ის მძიმედ მუტაციურ, სამხრეთ აფრიკული შტამის შესახებ

ერთ-ერთმა მეცნიერმა კოვიდის ახალი მუტაციური ვარიანტი აღწერა, როგორც „საშინელი“, ხოლო სხვა შემთხვევაში თქვეს, რომ ეს იყო ყველაზე ცუდი ვარიანტია, რაც მათ ამ დრომდე უნახავთ.

შეგახსენებთ, სამხრეთ აფრიკაში ახალი შტამის დადასტურების შესახებ, ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.

სწორედ ისრაელი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც საკუთარ მოქალაქეებს სამხრეთ აფრიკის ქვეყნებში გამგზავრება აუკრძალა.

ისრაელის მთავრობის მიერ შედგენილ წითელ სიაში შევიდა სამხრეთ აფრიკა, ლესოტო, ბოტსვანა, ზიმბაბვე, მოზამბიკი, ნამიბია და ესვატინი. ამ ქვეყნებიდან დაბრუნებულ პირებს ისრაელში 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.

კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო სხდომა მოიწვია

კოვიდის ახალი შტამის გამო, ევროკომისია ევროკავშირს აფრიკის სამხრეთ რეგიონიდან ფრენების შეჩერებას შესთავაზებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g