LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამწუხარო და მცდარი გადაწყვეტილება მიიღეს – ბოკერია პარტიიდან წასულებზე

85
BeFunky-collage (6)

“ევროპული საქართველოს” ახალი თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, პოლიტიკურმა ლიდერებმა, რომელთაც პარტიის დატოვება გადაწყვიტეს, არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს. ბოკერიას განცხადებით, მიუხედავად ამისა, წარმატებას უსურვებს ყოფილ თანაგუნდელებს.

“სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენთან ერთად არ არიან ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები, არაერთი ლიდერი, ვისთან ერთადაც ჩვენ მთელი ეს რთული გზა გავიარეთ. მე ეს მიმაჩნია მათი მხრიდან სამწუხარო და მცდარ გადაწყვეტილებად, ამას არ დავმალავ. ვისურვებდი, რომ ეს ასე არ ყოფილიყო განსაკუთრებით ასეთ დროს, რთულ ვითარებაში, მხოლოდ ამ პარტიისთვის კი არა, მთელი ქვეყნისთვის.

რა თქმა უნდა, პატივი უნდა ვცეთ მათ მოსაზრებას, მათ გადაწყვეტილებას. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა მათ ერთად გავლილი გზისთვის, წარმატება ვუსურვო მომავალ გზაში, თუ ეს გზა ემთხვევა ჩვენს ინტერებს და ჩვენი ქვეყნის ღირებულებებს,”-აცხადებს გიგა ბოკერია.

„ევროპული საქართველოს“ პარტიის თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს

ამავე ყრილობაზე დაამტკიცეს პოლიტსაბჭო, რომელიც უკვე ყრილობის შემდეგ გამართავს პირველ სხდომას.

ახალ თავმჯდომარეს ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს, რას იტყვის პარტიის უკვე ყოფილი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებაზე, რომლის თანახმადაც,  ის რაც ბოკერიასთვის “პასუხისმგებლობით აღსავსე გადაწყვეტილებაა”, მისთვის “ლამაზად შეფუთული უპასუხისმგებლობაა”.

“ძალიან ვწუხვარ, რომ გიგი უგულავამ თავი ვერ შეიკავა დღესაც პოლიტიკური ჩხვლეტისგან, მაგრამ მინდა, მას, ისევ როგორც ყველა სხვას, კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა აქამდე განვლილი გზისთვის”, – განაცხადა ბოკერიამ უგულავას საპასუხოდ.

“ევროპული საქართველო” დავით ბაქრაძისა და გიგი უგულავას მსგავსად, გივი თარგამაძემ, ლევან თარხნიშვილმა და გოკა გაბაშვილმა დატოვა.

ამავე თემაზე:

“ერთ პარტიაში ყოფნა შეუძლებელი გახდა” – უგულავა ბოკერიაზე

დავით ბაქრაძე: უარს ვამბობ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარეობასა და პარტიის წევრობაზე, ვიღებ პარტიულ პაუზას

“პატივს ვცემ გიგას აზრს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს პოზიცია არ ემსახურება პარტიის ინტერესს” – რაში არ ეთანხმება ბაქრაძე ბოკერიას

“წარმატება მათ!” – “ევროპული საქართველო” გოკა გაბაშვილმაც დატოვა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები