„ჩემდა სამწუხაროდ, კობახიძის ენით დაიწყო ჩემმა თანაგუნდელების ნაწილმა საუბარი, მართლა გული მწყდება“, – ასე აფასებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი მისი თანაგუნდელების ნაწილის განცხადებას, რომლის თანახმად ვანო მერაბიშვილს, რომელიც ხაბეიშვილის მხარდამჭერია დაწყებული აქვს პარტიზანული საარჩევნო კამპანია. ამის შესახებ მან “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” ისაუბრა.
„ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ „ქართულმა ოცნებამ“, „რუსულმა პარტიამ“ ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოიყვანა. ის, რომ ხაბეიშვილი წინა ხელისუფლებაში იყო სისხლიანი ან კორუმპირებული, მსგავსი რამ არ არსებობს“, – აცხადებს ხაბეიშვილი.
ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატი ამბობს, რომ მიესალმება ვანო მერაბიშვილის მხარდაჭერას.
„ავუკრძალო, რომ მხარი დამიჭიროს? თუ რა უნდა ვქნა? მივესალმები თუ მხარს მიჭერს და კი, ასეც არის“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი მისი მხარდამჭერია და თუ ის ამომრჩევლებს მის სასარგებლოდ მოაბილიზებს, ამაში საწინააღმდეგო არაფერია.