სამწუხაროდ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სისუტე გამოავლინა!, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ვაშაძე წერს, „მას შეეშინდა ვეტოს უფლების გამოყენების!“
პრეზიდენტი ცვლილებებს ვეტოს არ ადებს – “წინააღმდეგობაში არ მოდის ჩვენს კონსტიტუაციასთან”
„მომავალ კვირაში დარეგისტრიდება ჩვენი კანონი ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების გაუქმებაზე! ქართულ ოცნებას მოუწევს პასუხის გაცემა საჯარო დებატებში ანტიდემოკრატიული კანონის მიღებაზე!“. – წერს ვაშძე „ფეისბუქზე“.
შეგახსენებთ, საუბაია ადმინისტრაციულ კანონში შეტანილ ცვლილებებზე, რომლის თანახმადაც წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის სანქციები მკაცრდება, ასევე იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადებიც.
საბოლოო გადაწყვეტილების მიუხედავად, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის ოპოზიციის არგუმენტებს ეთანხმება, რომ ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღების პროცედურა ნაკლებად იძლეოდა არგუმენტების გაცვლის თანაბარ შესაძლებლობებს, თუმცა მიიჩნევს, რომ ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისია.