LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სანამ ივანიშვილის რეჟიმია ხელისუფლებაში, საქართველოს შანსები დაუახლოვდეს ევროკავშირს, ნულის ტოლია“ – გიგა ბოკერია

167
გიგა ბოკერია

„სანამ ივანიშვილის რეჟიმი არის ხელისუფლებაში, საქართველოს შანსები, გახდეს NATO-ს წევრი, დაუახლოვდეს ევროკავშირს არის ნულის ტოლი“, – ამის შესახებ განცხადება „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ გააკეთა.

მისი განცხადებით, საქართველოში უნდა შეიცვალოს ხელისუფლება და ისეთი პოლიტიკური ძალები მოვიდნენ ქვეყნის სათავეში, რომელიც ქვეყანას ჭაობიდან ამოიყვანს.

„პირველი მსოფლიო ომის მერე, დაინგრა რუსეთის იმპერია და „თავზე დაეცა“ დამოუკიდებლობა ბევრ ქვეყანას, საოცრება უნდა მოხდეს, რომ ასე გაგვიმართლოს. ამის იმედად ყოფნა არის უპასუხისმგებლობა.

ჩვენი ეროვნული ამოცანაა ამ ხელისუფლების დამარცხება, შეცვლა და ისეთი პოლიტიკური ძალების მოყვანა, რომელსაც აქვს მკაფიო ხედვა, ცოდნა და პრინციპების თანმიმდევრობა, რომელიც ქვეყანას ამოიყვანს ჭაობიდან“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ საუბრისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები