LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს

125
1

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ოთხი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.

ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი “ცხელი ხაზი”.

ინფორმაცია მყისიერად მიეწოდათ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

“საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, იყენებს ყველა მის ხელთ არსებულ მექანიზმს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად.

ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო ძალაბს ეკისრება. უკანონო დაკავებების მავნე პრაქტიკა მნიშვნელოვნად აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის რეგიონში არსებულ სტაბილურობას”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.