LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპანიკო და სანერვიულო არაფერია, ეს რეალობაა და ვერ ავცდებით – ფხაკაძე ამბობს, როდის იქნება ქვეყანაში მეოთხე ტალღა

14577
გიორგი 55

კორონავირუსის მეოთხე ტალღა გარდაუვალია. ამის შესახებ აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძღვანელმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი, გიორგი ფხაკაძემ ვიდეომიმართაში განაცხადა.

ფხაკაძის თქმით, კორონავირუსის მეოთხე ტალღა სექტემბერში იქნება.

 

ძალიან ცუდი ამბავი მაქვს... ვერაგი ვირუსია, რომელსაც რქები უნდა მოვუგრიხოთ - ფხაკაძე

ვიცნობდი ამ ოჯახს, არაერთი სადილი მიმირთმევია მათთან ერთად.

 

„იმედი არის, რომ ამ თვის ბოლოსთვის ვირუსი ჩაცხრება. როგორც ახასიათებს – რაც შარშან მოხდა. იმედია, მაისის ბოლო კვირას ჩაცხრება და მაჩვენებლები დაიწევს, რაც ძალიან კარგი იქნება.

დავისვენოთ, მოვიმარაგოთ ენერგიები ზაფხულში, ვირუსი მაინც არსად წავა, მოვემზადოთ სექტემბრისთვის.

სექტემბრის ბოლოს ჩვენ გვექნება მეოთხე ტალღა. აქ საპანიკო და სანერვიულო არაფერია, ეს რეალობაა და ვერ ავცდებით“. – აცხადებს ექსპერტი.

მისივე განმარტებით, ქვეყანაში მილიონი დოზა ვაქცინა რომ ჩამოიტანონ, მეოთხე ტალღას ვერ ავცდებით.

„ახლა მილიონი ვაქცინა რომ ჩამოიტანონ, მეოთხე ტალღას ვერ ავცდებით, რადგან ამას რომ ავცდეთ, მოზრდილი მოსახლეობის 70% მაინც უნდა იყოს აცრილი.

შესაბამისად, მოემზადეთ, იყავით პოზიტიურები, დატკბით ზაფხულის დღეებით და მაქსიმალურად იყავით გარეთ, სუფთა ჰაერზე“, – განაცხადა ფხაკაძემ.

ფხაკაძეს ხშირად უთქვამს, რომ ყველა მისი პროგნოზი მართლდება, რადგან ის მეცნიერებაზეა დაფუძნებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g