LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქალაქთაშორისო გადაყვანა იზღუდება

209
mezhdugorodniye-marshrutki

ქვეყანაში გართულებული ეპიდსიტუაციის გამო, შეზღუდვები მკაცრდება.

გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გახდა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სიტუაცია არ არის მარტივი, ვითარება რთულია, თუმცა ეს ყველაფერი არის მართვადი.

შეზღუდვა შეხება 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანას, მათ შორის რკინიგზით, ავტობუსით და სამარშრუტო ტაქსით.

საბჭოს გადაწყვეტილებით, საქალაქთაშორისო გადაყვანაზე შეზღუდვა არ ვრცელდება მსუბუქ ავტომობილებზე, მათ შორის ტაქსებზე.

28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე შეიზღუდება პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით.

28 ნოემბრიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა 21:00 სააათიდან აიკრძალება

„გადაადგილება, რომელიც დღეს გვაქვს 22:00-დან 05:00-მდე, იქნება 21:00-დან 05:00-საათამდე და ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. გადაადგილების შეზღუდვას, რომელიც იქნება 2 თვის განმავლობაში, ახალი წლის და შობის ღამეს მოვხსნით და შეზღუდვა არ იმოქმედებს ამ ორ დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ეს არის ორთვიანი კონკრეტული გეგმა, რომელიც დაიწყება 28 ნოემბერს და დასრულდება 1 თებერვალს. რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა ეს შეზღუდვა იქნება დროებითი“, – განაცხადა ბრიფინგზე გიორგი გახარიამ.