LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე ფასები შესაძლოა გაიზარდოს – ეკა ლალიაშვილი

1033
laliashvili

საქართველოს ალიანსი “უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი ვარაუდობს, რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე ფასები შესაძლოა გაიზარდოს. ამის შესახებ მან “ფორტუნას” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ფასების ზრდის მიზეზი კორონავირუსის პრევენციისთვის სოციალური დისტანციის დაცვის გამო მგზავრთა შეზღუდული რაოდენობაა.

„შესაძლებელია გაიზარდოს ფასები საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე, თუ არ იქნა მოლაპარაკება ხელისუფლების და კერძო კომპანიების წარმომადგენლებს შორის, რომ მგზავრობის თანხა გონივრულ ნიშნულს არ უნდა აჭარბებდეს. მოსალოდნელია ფასების ზრდა, ყველას რაღაც ობიექტური მიზეზი აქვს ამისთვის. შესაძლოა მგზავრობა ოდნავ გაძვირდეს, მაგრამ უსაფრთხოების ნორმები უნდა იქნას დაცული“,- აღნიშნა ეკა ლალიაშვილმა.

კერძო ავტომანქანებით საქალაქთაშორისო გადაადგილება უკვე შესაძლებელია, 8 ივნისიდან კი საქალაქთაშორისო მოძრაობა სრულად აღდგება.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება, მიმდინარე წლის 23 მარტს აიკრძალა.

პოპულალურები