LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან იქნება ერთ-ერთი პირველი, ვისთანაც გერმანია ფრენებს აღადგენს

327
29815E0C00000578-0-image-m-5-1433947137443

„გერმანიასთან წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად, როდესაც გერმანია ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებთან საერთაშორისო საზღვარს გახსნის, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი, ვისთანაც გერმანია ფრენებს აღადგენს“, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს.

მარიამ ქვრივიშვილის თქმითვე, ევროკავშირის ყველა ქვეყანა ივლისის დასაწყისამდე ხსნის მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებს შიგნით საზღვრებს და მათ შორის გერმანია, რომელმაც თქვა, რომ არათუ მესამე ქვეყნებს არ გაუხსნის საზღვარს, არამედ გაახანგრძლივა ზოგადად საერთაშორისო საზღვრების გახსნა 31 აგვისტომდე, არ მოიაზრებს მხოლოდ საქართველოს, არამედ არც ერთ ქვეყანას, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი.

„ზოგადად გერმანიის მიდგომა ტურიზმთან მიმართებაში ბოლომდე ეფუძნება თვის ბოლომდე შიდა ტურიზმს, თუმცა აქვე განვმარტავ, რომ ჩვენ ძალიან წარმატებით გვაქვს მიმდინარე მოლაპარაკება გერმანიის მთავრობასთან, სადაც მათი ნდობა საქართველოსადმი, როგორც უსაფრთხო მიმართულების, ძალიან მაღალია და ასევე განგვემარტა, რომ როდესაც იქნება შესაბამისი რეკომენდაციები ევროკომისიის და შესაბამისად, ევროკავშირის და იქნება გადაწყვეტილება და პრინციპი გერმანიის, ისევე, როგორც სხვა ევროკავშირის ქვეყნებიდან, როგორ უნდა მოხდეს რეგულირება საერთაშორისო მოგზაურების, საქართველო, მისი დღევანდელი პოზიციონერიბით და უსაფრთხოების ინდექსით იქნება ის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელთანაც აღდგება პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა და ტურისტული ნაკადები”, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე განცხადებით, ჯერჯერობით, ევროკავშირს საერთაშორისო მოგზაურების რეგულირების საკითხი არ აქვს შემუშავებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები