LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საქართველო ხშირად გამოირჩევა პარადოქსებით… არის სამუშაო ძალა და პარალელურად არის ძალიან დიდი უმუშევრობა” – შოთა ბურჯანაძე

151
შოთა ბურჯანაძე

“არის ვაკანსიები, არის სამუშაო ძალა და პარალელურად არის ძალიან დიდი უმუშევრობა” – ამის შესახებ “საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის” დამფუძნებელმა მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე. შოთა ბურჯანაძის თქმით, ქვეყანაში შრომისუნარიანი ადამიანების დიდი უმრავლესობა უმუშევრები არიან.

“საქართველო ხშირად გამოირჩევა პარადოქსებით, ახლაც ეს ხდება. არის ვაკანსიები, არის სამუშაო ძალა და პარალელურად არის ძალიან დიდი უმუშევრობა. ასევე, ძალიან დიდი მიგრაცია ქვეყნიდან. ეს უნდა დავყოთ ასპექტებად, ვერ გავაერთიანებთ ერთ პრობლემად. ადამიანები მიდიან, რომ ახალი ასპარეზი ნახონ და ეს ბუნებრივია, რადგან ყველა ემიგრანტი ხშირად აბრუნებს თანხას ქვეყანაში. მეტწილად ამ ქართველების მიერაა საქართველოს ეკონომიკური განვითარება შექმნილი.

"დღეს ქვეყანაში არსებობს 55 ათასი კურსდამთავრებული, მათი 80% კი უმუშევარია მომავალში" - შოთა ბურჯანაძე

"დღეს უჭირს სამშენებლო ბიზნესს, უჭირს მედიცინას, სადაც არც სანიტარია და არც ექთანი, ეს კადრებია დღეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი".

აქ არის მეორე პრობლემა, მუშახელს, რომელიც ქვეყნიდან გადის, სჭირდება ჩანაცვლება. შრომისუნარიანი ადამიანების დიდი უმრავლესობა უმუშევრები არიან და შრომის მაძიებლები არ არიან. გზავნიან სივებს, ამით იღებენ სიამოვნებას და კერძო სექტორის გამოხმაურების შემდეგ წყდება ინტერაქცია. ეს ძირითადად არის ხალხი, რომელიც ემიგრანტების გამოგზავნილი ფულის კმაყოფაზე არიან. შესაბამისად, ქართული შრომის ბაზრის პირობები მათთვის მიუღებელია”, – განაცხადა ბურჯანაძემ.