LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,საქართველოს ბანკმა” აჯობა TBC Bank–ს, აჯობა! – თსუ

317
page
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მრჩეველი ნატა ასათიანი თსუ-სა და TBC Bank-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენებს ეხმიანება.
ნატა ასათიანი საზოგადოებას ურჩევს, თსუ-ს თანამშრომლებს ხელფასები სად ჩაერიცხებათ ამაზე ფიქრში დროს ნუ დაკარგავენ. ნატა ასათიანი ამბობს, “თიბისი”–თან დადებულ ხელშეკრულებას ვადა გასდიოდა, ხოლო საქართველოს ბანკმა უკეთესი პირობები შესთავაზა თსუ–ს. აქვე ასათიანი განმარტავს, რომ თსუ-ს არ გაუწყვეტია თანამშრომლობა თიბისი ბანკთან და მასთან გარკვეული პროექტის ფარგლებში ითანამშრომლებენ. 
“რადგან ხელოვნური ვნებათაღელვა არ ცხრება თსუ-სა და TBC Bank-ის ირგვლივ, მსურს რამდენიმე წინადადებით გამოვეხმაურო მიმდინარე ამბებს:
პირველი და მთავარი: თსუ-ს არ გაუწყვეტია (!) თანამშრომლობა TBC Bank-თან. ჩვენ ვაგრძელებთ მათთან ურთიერთობას მრავალი მიმდინარე და მომავალი პროექტის ფორმატში.
მეორე და მნიშვნელოვანი დეტალი: თსუ-სა და TBC Bank-ს შორის დადებულ ხელშეკრულებას გასდიოდა ვადა და ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ დავიწყეთ ხელახლა მოლაპარაკებები ბანკებთან.
მესამე ფაქტი: რამდენიმეთვიანი მოლაპარაკების შედეგად, პირობებით, რომლებიც წამოგვიყენეს ბანკებმა, საქართველოს ბანკმა აჯობა TBC-ს. აჯობა! და ეს იცის TBC-მაც ძალიან კარგად, რადგან ბევრი შეხვედრა შედგა ჩვენსა და მათ შორის და ვერც ერთი თანამშრომელი ვერ იტყვის, რომ გარდა შემოთავაზებული პირობებისა, თსუ-ს ადმინისტრაცია რაიმე სხვა განწყობებით ხელმძღვანელობდა. ამაზე თავად ვაგებ პასუხს, იმდენად, რამდენადაც თავად ვიყავი ჩართული მოლაპარაკების პროცესში და ზუსტად ვიცი, რომ ჩემს, ჩვენს გადაწყვეტილებასთან პოლიტიკურ ვნებათაღელვას არ ჰქონია კავშირი (აქვე, გეტყვით, რომ ეს ჩვეულებრივი პროცესია უნივერსიტეტისთვის: ბოლო ორი წელი კონტაქტორი იყო TBC, მანამდე ბანკი რესპუბლიკა. მომავალში თუ საქართველოს ბანკთან ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ, სხვა რომელიმე ბანკი უკეთეს პირობებს შემოგვთავაზებს, არჩევანიც უკეთესი პირობების გათვალისწინებით გაკეთდება და ალბათ, მეთანხმებით, რომ ეს ასეც უნდა იყოს)
დაბოლოს, თსუ-ს თანამშრომლებს ხელფასები სად ჩაერიცხებათ ამაზე ფიქრში ნუ დაკარგავთ დროს და ნურც შეთქმულების თეორიებს ვეძებთ იქ, სადაც ის არ არის…P.S. მადლობა TBC-ს პროდუქტიული ურთიერთობისთვის და დარწმუნებული ვარ, ბევრისთვის გასაკვირად, მომავალში კიდევ უფრო მასშტაბური პროექტების ფარგლებში ვითანამშრომლებთ,”– აღნიშნავს ნატა ასათიანი.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები