LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია რაჭაში სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს 50 000 ლარით დაეხმარება

157
racha (4)

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია რაჭაში სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს 50 000 ლარით დაეხმარება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ასოციაცია განცხადებას ავრცელებს.

„მწუხარებას გამოვთქვამთ რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და ვიმედოვნებთ, რომ დაკარგული ადამიანების დახმარება დროულად მოხერხდება.

გვსურს, გამოვხატოთ ბიზნესის სრული თანადგომა და მზად ვართ, გვერდში დავუდგეთ სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს ამ უდიდეს გამოწვევასთან გამკლავებაში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

შოვში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად, უკვე ორი დღეა სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილი მოქალაქეების რიცხვი 11-მდე გაიზარდა.უსაფრთხო ადგილზეა 210 ადამიანია გადაყვანილი. დაკარგულად მიჩნეული ადამიანების ძებნის სამუშაოებში ამ წუთებშიც გრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g