LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს პრემიერი ნამდვილი კაცია“ – კრემლის პროპაგანდისტი სოლოვიოვი ღარიბაშვილს ზელენსკის კრიტიკას უწონებს

354
სოლოვიოვი პრემიერზე

„საქართველოს პრემიერი – კაცი, რომელსაც კვერცხები აქვს,“ – ამის შესახებ „ტელეგრამ“ არხზე კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტი, ვლადიმირ სოლოვიოვი წერს და აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მეთაურმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის თბილისში გამართული საპროტესტო აქციების მხარდაჭერის გამო უსაყვედურა:

„როდესაც საომარ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი გამონახავს დროს და პასუხობს აქ განხორციელებულ დესტრუქციულ მოქმედებას, რომელსაც რამდენიმე ათასი ადამიანი ახორციელებს, ეს არის პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ ის ჩართულია, მას აქვს მოტივაცია, რომ აქაც მოხდეს რაღაც, შეიცვალოს“, – ციტირებს პრემიერ-მინისტრის განცხადებას სოლოვიოვი.

კრემლის პროპაგანდისტი ასევე წერს, რომ პრემიერმა ღარიბაშვილმა ასევე გააკრიტიკა სხვა უკრაინელები, რომლებიც საქართველოში საპროტესტო აქციებს მხარს უჭერდნენ.

„გამოვიდა კლიჩკო, ფეიგინი და სხვა უცნაური ხალხი, უკრაინელი პოლიტიკოსები, გამოვიდა არახამია და რამდენიმე უბედური დამარცხებული, რომლებიც ამბობენ, რომ ცვლილებებია საჭირო, რაღაც სცენარი, გადატრიალება. ეს არის პირდაპირი ინტერვენცია.“ – კვლავ ციტირებს სოლოვიოვი ღარიბაშვილს.

როგორც სოლოვიოვი ასევე აღნიშნავს, მან [ირაკლი ღარიბაშვილმა] ზელენსკის ურჩია, „უპირველესად იზრუნოთ საკუთარ თავზე და თქვენს ქვეყანაზე“ და აღიარა, რომ უკრაინის ხელისუფლება უკმაყოფილოა იმით, რომ საქართველო უკრაინის კონფლიქტში „არ ჩაერთო.“

თქვეს, რომ რუსულ კანონს იღებენ, ამან რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა.. იცით, როგორი მგრძნობიარეები ვართ ქართველები, მიმდინარე რუსული ოკუპაციის ფონზე ასეთი საკითხების მიმართ – ღარიბაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g