LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს სახალხო არტისტი ჯემალ ჭკუასელი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა

925
kumaekon

86 წლის ასაკში ანსამბლ „ერისიონის“ მთავარი დირიჟორი, საქართველოს სახალხო არტისტი ჯემალ ჭკუასელი გარდაიცვალა.

ინფორმაციას ანსამბლ „ერისიონში“ ადასტურებენ.

როგორც ცნობილია ჯემალ ჭკუასელს პარკისონის დაავადება ჰქონდა, გუშინ ის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გვიან ღამით გარდაიცვალა.

ჯემალ ჭკუასელი 1986 წლიდან იყო საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი, დირექტორი და მთავარი დირიჟორი. 1997 წლიდან კი ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აღორძინებისა და დაცვის საერთაშორისო ფონდის დირექტორი.

მას არაერთი ჯილდო და პრემია აქვს მიღებული. 2015 წელს ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო — “ხელოვნების ქურუმი” გადაეცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები