საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, მიმდინარე წლის იანვარი-ივნისის თვის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკას აქვეყნებს.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 968.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.6 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 1 775.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (11.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 4 192.9 მლნ. აშშ დოლარს (4.9 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წლის იანვარ-ივნისში, 2 417.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5 პროცენტია.

რაც შეეხება უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს ექსპორტის მიხედვით, უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: რუსეთი (261.3 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (211.3 მლნ. აშშ დოლარი) და ბულგარეთი (149.1 მლნ. აშშ დოლარი).

ამასთან,2019 წლის იანვარ-ივნისში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 426.9 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი, რაც 16.1 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 24.0 პროცენტს შეადგენს. ამასთან, საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 916.2 მლნ. აშშ დოლარის საქონელი, რაც 27.1 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 51.6 პროცენტს შეადგენს.

რაც შეეხება იმპორტს, იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 66.3 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (722.1 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (430.7 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (416.5 მლნ. აშშ დოლარი).

ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (843.0 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (677.8 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (508.9 მლნ. აშშ დოლარი).

მსგავსი თემები