LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს უნდა ევროკავშირი – NDI-ის კვლევა

156
1019329137

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ის კვლევის თანახმად, რომელიც საზოგადოების განწყობას გამოხატავს, 2019 წლის ნოემბრის თვის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში ჩატარდა. გამოკითხვის შედეგებში აისახა საქართველოში მცხოვრები მოსახლეობის აზრი ევროკავშირსა და ნატო-ს მხარდაჭერის ნაწილში. კვლევის მიხედვით აღნიშნულია, რომ გამოკითხული მოსახლეობის 82%-სთვის საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, მისაღებია. ამ კითხვაზე გამოკითხულთა 10%-მა უპასუხა, რომ მიუღებელია, ხოლო 8%-მა აირჩია პასუხი: „არ ვიცი“.

რაც შეეხება კითხვას: „მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი?“ გამოკითხულთა 74%-მა დადებითი პასუხი გასცა, მაშინ, როდესაც ამას მიუღებლად მათი 14% თვლის. 11%-მა კი განაცხადა, რომ არ იცის.

საქართველოს მოსახლეობის მიზანი ევროკავშირსა და ნატო-ს მხარდაჭერის მიმართულებით, რეიტინგი ყოველწლიურად იზრდება. გასული წლის იგივე ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მიზანი – საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი 77% დადებით პასუხს აფიქსირებდა, გამოკითხულთა 13% უარყოფითად, ხოლო 10%-ს ამ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა.

საქართველოში დემოკრატია არ არის, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება – NDI კვლევის შედეგებს აქვეყნებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები